კოოპმანი: "ჩვენ ქართველი ხალხი არ მიგვიტოვებია, მაგრამ მთავრობის პოლიტიკის კურსთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს"
01/10/2024 04:47:28 პოლიტიკა
ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ხერტ იან კოოპმანი აცხადებს, რომ "ქართველ ხალხი არ მიუტოვებიათ და პრობლემა მთავრობის პოლიტიკის კურსთან დაკავშირებით აქვთ". ამის შესახებ მან ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
"აშკარაა, რომ "უცხოური აგენტების შესახებ კანონითა" და რიგი სხვა მოვლენებით ქვეყანა ევროკავშირს დაშორდა. როდესაც ვამბობ, რომ ქვეყანა ევროკავშირს დაშორდა, უნდა დავაკონკრეტო, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირს არ ჩამოშორებულა. ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერის მაჩვენებელი 80-დან 90%-მდე რჩება. ამიტომ, საკითხი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, არის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მცირე პროგრესი იქნა მიღწეული 9 ნაბიჯის შესრულების კუთხით. შედეგად, ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია", – განაცხადა კოოპმანმა.
მისი თქმით, შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად გადამწყვეტი ფაქტორი "აგენტების კანონის" გაწვვა იქნება.
"ასე რომ, ჩვენ ქართველი ხალხი არ მიგვიტოვებია, პირიქით, მაგრამ მთავრობის პოლიტიკის კურსთან დაკავშირებით რეალური პრობლემა გვაქვა ", - დასძინა მან.


