Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო: ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ "კრედიტ სუისთან" დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა  - ამერიკის, რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?

აშშ-ის საელჩო: ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ "კრედიტ სუისთან" დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა  - ამერიკის, რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?

01/10/2024 07:28:42 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმიანება „ქართული ოცნების“ საპატიო თავჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის ბრალდებას არაოფიციალური სანქცირების შესახებ.

„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის“,- აღნიშნავენ საელჩოში და სვამენ კითხვას, "რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?".

მმართველი პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილის სანქციები არ დაკისრებია, თუმცა სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის დე ფაქტო სანქციების ქვეშაა. მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 13 მაისს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს „აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო“, მაგრამ ეს ფული „აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში“, რომ ივანიშვილი არაოფიციალურად უკვე სანქცირებულია და სწორედ ამიტომ ივანიშვილმა უარი არაერთ საერთაშორისო პარტნიორს შეხვედრაზე.

გულისხმობენ შვეიცარიულ კერძო ბანკ Credit Suisse-ს, რომელთანაც სასამართლო დავა აქვს. ქართველი მილიარდერი აცხადებს, რომ Credit Suisse-ში მისი ოჯახის ანგარიშებზე მთლიანი ზარალი 1,2 მილიარდ დოლარზე მეტია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S