კალაძე ამტკიცებს, რომ 12 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ აქვს "არნახული მხარდაჭერა"
01/10/2024 09:45:19 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ "ოცნებას" ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზეც "არნახული მხარდაჭერა" აქვს.
მისი თქმით, "12 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველო გააერთიანა, დარაზმა და მტკიცე უარი უთხრა სიცრუეს, ბოროტებას, ე.წ. „დემოკრატიის შუქურას“.
„დღეს, 12 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ აქვს არნახული მხარდაჭერა. მე ვიტყოდი, რომ 2012 წლის შემდგე, ასეთ მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან არ ჰქონია, იმიტომ რომ საზოგადოება ჯერ კიდევ ხედავს საფრთხეს, იმ გამოწვევას, სირთულეებს, რომლებიც არსებობს. ერთადერთი ძალა არის „ქართლი ოცნება“, ვისაც რეალურად შეუძლია დაიცვას ქვეყნის ინტერესები, ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა და მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება,“ - განაცხადა კალაძემ.


