კობახიძე - რუტეს: საქართველო, როგორც ნატო-ს მტკიცე პარტნიორი, მზადაა, გააგრძელოს ალიანსის მხარდაჭერა
01/10/2024 11:02:58 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
მისი თქმით, საქართველოს მზადაა, გააღრმაოს არსებული თანამშრომლობა.
„მარკ რუტეს ვულოცავ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-14 გენერალურ მდივნად დანიშვნას. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საქართველო, როგორც ნატო-ს საერთაშორისო ოპერაციების აქტიური მონაწილე, სანდო და მტკიცე პარტნიორი, მზადაა, გააგრძელოს ალიანსის მხარდაჭერა, გააღრმაოს არსებული თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა რწმენა, რომ რუტე გააგრძელებს ქართველი ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერას:
„მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ვულოცავ! თქვენი ხელმძღვანელობა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულ მომენტში ხდება. დარწმუნებული ვარ, თქვენ ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ სწრაფვაში ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მარკ რუტემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულება ოფიციალურად დაიწყო.


