თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა პარტია "საქართველოსთვის“ დატოვა
01/10/2024 11:15:54 პოლიტიკა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ივა ჩუბინიძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა.
როგორც თავად განმარტავს, საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი წევრის სტატუსით განაგრძობს, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზებზე ღიად არ საუბრობს.
„1-ელი ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია უახლეს ისტორიაში, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ გავისტუმრეთ პოლიტიკურ სანაგვეზე და მეც ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის ამ პროცესში.
მოდი, დავიწყოთ ბოდიშით! მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს და ვხდები თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამოუკიდებელი წევრი. მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს ნდობისთვის, თქვენი ღვაწლი აუცილებლად დაფასდება ქვეყნის და ერის წინაშე.
მეგობრებო, ჩვენ აუცილებლად გავხდებით დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით“,- აცხადებს ივა ჩუბინიძე.


