Accentnews.ge
ომბუდსმენი მოუწოდებს ამომრჩეველს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ერთიან სიაში

ომბუდსმენი მოუწოდებს ამომრჩეველს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ერთიან სიაში

01/10/2024 11:50:17 პოლიტიკა

სახალხო დამცველი საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო სიებში მოხვედრის საკითხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საზღვარგარეთ მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა და სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მის უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

ომბუდსმენი ასევე წერს, რომ მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პროცედურების დაცვა და რეგისტრაციის დროულად გავლა.

"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ შემთხვევაში, საზღვარგარეთ მცხოვრები, საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ვერ მოხვდნენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ამომრჩეველთა სიაში.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საზღვარგარეთ მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მის უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პროცედურების დაცვა და რეგისტრაციის დროულად გავლა.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რათა არჩევნების დღეს შეძლონ ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა.

აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

დადგენილი პროცედურების გავლის მიუხედავად, თუ თქვენი მონაცემები საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა, ან თვლით, რომ სხვა ფორმით ირღვევა თქვენი უფლებები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მომართოთ სახალხო დამცველს. აპარატი თითოეულ ასეთ შემთხვევას შეისწავლის და განახორციელებს კანონით განსაზღვრულ რეაგირების ღონისძიებებს“, – აცხადებს ომბუდსმენი.

ცნობისთვის: 30 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო განკარგულება, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. აღნიშნული განკარგულების გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოში 3 სარჩელი იყო შესული, მათ შორის – "ნაციონალური მოძრაობის", ISFED-ის და ყოფილი მოსამართლის ბესო ალავიძის სახელით. სასამართლომ არც ერთი მათგანი არ დააკმაყოფილა. სარჩელის მიზანს ემიგრანტების მოთხოვნის დაკმაყოფილება წარმოადგენდა, რომლებიც 4 ქვეყენაში: ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დამატებითი უბნების გახსნას ითხოვდნენ.

ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების ისეთ პრინციპებს, როგორიცაა საყოველთაობა და თანასწორობა.

ცესკო–ში აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს მხოლოდ 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S