Accentnews.ge
ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორანავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორანავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

04/02/2020 07:45:07 მსოფლიო

ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორანავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, შემთხვევა ამჯერად ჰონ კონგში მოხდა. მსხვერპლი 39 წლის მამაკაცია, რომელიც ჰონ კონგში ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კორონავირუსს 44 წლის მამაკაცი ფილიპინებზეც ემსხვერპლა.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 425-ს მიაღწია, ინფიცირებულია 20 000–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ ჩინეთიდან დაბრუნებული 4 მოქალაქე იმყოფება. ორი მათგანის კვლევის საბოლოო შედეგები ნიდერლანდებიდან დღეს ჩამოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S