Accentnews.ge
ეკა გიგაური ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება: "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს"

ეკა გიგაური ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება: "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს"

01/10/2024 13:17:59 პოლიტიკა

“ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს“, – ასე ეხმიანება “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას.

გიგაური ელოდება, "რას იზამს ანტიკორუფციული სამსახური პრემიერის მოწოდების შემდეგ"

"უნდა დაველოდოთ, რას გააკეთებს ანტიკორუფციული ბიურო. ვფიქრობ, მიხვდნენ, რომ აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო ანტიკორუფიცულმა ბიურომ, არანაირი საუფუძველია არ ჰქონდა და გაუჭირდებოდათ ახსნა. ეს უკან დახევაა, თუმცა კიდევ ერთხელ ვნახოთ, რას იზამს ბიურო. მთავარია, ვიცოდეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ყველა მოქლააქემ უნდა იცოდეს, ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა მარტივი არაა, მაგრამ თუ ვიქნებით მოტივირებულები და სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, შედეგი ექნება. ვნახოთ, რას იტყვის ბატონი რაჟდენი“,- განაცხადა გიგაურმა "ტვ პირველის" ეთერში.

კობახიძე მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სხვა ორგანიზაციებს მოეხსნათ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის“ სტატუსი. ამასთან, პრემიერი ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის“ სტატუსის შეფარდებისგან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S