ბელგიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
04/02/2020 09:22:38 მსოფლიო
ბელგიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, - იუწყება CNN. მისივე ინფორმაციით, ეს პაციენტი ერთ-ერთია იმ 9 მოქალაქედან, რომელთა ჩინეთის უხანის პროვინციიდან ევაკუაციაც 2 თებერვალს განხორციელდა.
ჩინეთის გარდა, კორონავირუსი მსოფლიოს უკვე 20-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 425-ს მიაღწია, ინფიცირებულია 20 000–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ ჩინეთიდან დაბრუნებული 4 მოქალაქე იმყოფება. ორი მათგანის კვლევის საბოლოო შედეგები ნიდერლანდებიდან დღეს ჩამოვა.


