კობახიძე ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებას "გლობალურ ომის პარტიას" აბრალებს
02/10/2024 10:41:01 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართულ მიღებაზე, რომელიც აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახელით ტარდება, მისი მიწვევის გაუქმების მიზეზად "გლობალურ ომის პარტიას" ასახელებს.
"რაც შეეხება ამ ვახშამს, ხელის ჩამორთმევაც არ ყოფილა როგორც გაირკვა. იქ იყო მიწვეული პრაქტიკულად ყველა დელეგაცია. გაერო–ში დაახლოებით, 200 ქვეყანაა გაწევრიანებული, საიდანაც, რამდენია ავტორიტარული, მათ შორის კონსტიტუციურად გაფორმებული ავტოკრატიით? არის დაახლოებით ნახევარი. ნახევარი არის თვითაღიარებული ავტოკრატია ან სხვებისგან აღიარებული ავტოკრატია. დაახლოებით 100–მდე ქვეყანა იყო მიწვეული ამ ვახშამზე, რომელსაც აქვს გაფორმებული თუ გაუფორმებელი ავტოკრატია საკუთარ ქვეყანაში, მათ შორის ერთპარტიული მმართველობა და ასე შემდეგ. ესენი იყვნენ მიწვეულები და აქ სად არის ლოგიკა? ლოგიკა ერის ჩვენთვის ერთადერთ რამეში – ამ შემთხვევაშიც ამ ყველაფერში "გლობალური ომის პარტიის" ხელი ურევია. ვიღაცები არიან ძალიან განაწყენებულები იმის გამო, რომ ჩვენ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები 2022 წლიდან და ამ გაღიზიანების გამოხატულებაა ასეთი აქტები. სწორედ ამიტომ ვამბობთ, როდესაც დასრულდება უკრაინაში ომი, შეიცვლება ინტერესებიც საქართველოს მიმართ და ამის შემდეგ ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. აქვე დავაკონკრეტებ, რომ ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად ვართ აქედანვე, თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ამის იმედი არ გვაქვს წლის ბოლომდე, თუმცა მომავალი წლის დასაწყისიდან ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ მას შემდეგ რაც გადაივლის ერთი არჩევნები, მეორე არჩევნები, მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, ურთიერთობები გადაიტვირთება თვისებრივად საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის", – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, აშშ–სთან ურთიერთობებს გადატვირთვა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც უკრაინაში ომი, ხოლო საქართვეელოსა და აშშ–ში არჩეევნები დასრლდება.
მან აღნიშნა, "ოცნებამ" ურთოერთობები უნდა დაალაგოს "გლობალურ ომის პარტიასთანაც", თუმცა ვი გულისხმობენ ამ პარტიაში "ოცნების" გუნდიდან დღემდე არავინ ამბობს.
"ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის – "გლობალურ ომის პარტიასთანაც", მას შედეგ, რაც შეიცვლება ინტერესები. ინტერესები იცვლება ვითარების ცვლილებასთან ერთად. მას შემდეგ. რაც დასრულდება არჩევნები საქართველოსა და აშშ–ში, მას შემდეგ. რაც დასრულდება ომი უკრანაში, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თვისებრივად შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ და შესაბამისად გვექნება ურთიერთობების გადატვირთვის საშულება ყველასთან და ყველაფერთან"
ჟურნალისტის შემდეგ კითხვაზე, თქვენ ახსენეთ, რომ "გლობალური ომის პარტიასთანაც" დაალაგებთ ურთოერთობებს, წარმოაგვადგენინეთ ეს იმ პირობებში, როცა ჩვენ არ ვიცით ვის გულისხმობთ ტერმინის ქვეშ..", პრმიერმა შემდეგი განაცხადა:
"არ ვიცი, ეს თქვენი ფანტაზიის საქმეა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა და როგორ უნდა დავალაგოთ".
განახლებადი


