Accentnews.ge
კობახიძე – ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, ვის გულისხმობს პრემიერი "გლობალურ ომის პარტიაში": "ეს თქვენი ფანტაზიის საქმეა"

კობახიძე – ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, ვის გულისხმობს პრემიერი "გლობალურ ომის პარტიაში": "ეს თქვენი ფანტაზიის საქმეა"

02/10/2024 10:53:13 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ–სთან ურთიერთობების გადატვირთვა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც უკრაინაში ომი, ხოლო საქართველოსა და აშშ–ში არჩევნები დასრულდება.

მან აღნიშნა, რომ "ოცნებამ" ურთიერთობები უნდა დაალაგოს "გლობალურ ომის პარტიასთანაც", თუმცა ვის გულისხმობენ ამ პარტიაში დღემდე არავინ ამბობს.

"ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის – "გლობალურ ომის პარტიასთანაც", მას შედეგ, რაც შეიცვლება ინტერესები. ინტერესები იცვლება ვითარების ცვლილებასთან ერთად. მას შემდეგ, რაც დასრულდება არჩევნები საქართველოსა და აშშ–ში, მას შემდეგ. რაც დასრულდება ომი უკრანაში, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თვისებრივად შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ და შესაბამისად, გვექნება ურთიერთობების გადატვირთვის საშულება ყველასთან და ყველაფერთან", – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის შემდეგ კითხვაზე, თქვენ ახსენეთ, რომ "გლობალურ ომის პარტიასთანაც" დაალაგებთ ურთიერთობებს, წარმოაგვადგენინეთ ეს იმ პირობებში, როცა ჩვენ არ ვიცით ვის გულისხმობთ ტერმინის ქვეშ...", პრემიერმა შემდეგი განაცხადა:

"არ ვიცი, ეს თქვენი ფანტაზიის საქმეა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა და როგორ უნდა დავალაგოთ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S