ჯაფარიძე - პეტრიაშვილზე: რამდენადაც ვიცი, აღარ არის კოალიციასთან დაკავშირებული
02/10/2024 14:11:12 პოლიტიკა
"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ყოფილი მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი აღარ არის კოალიციასთან დაკავშირებული. ამის შესახებ მან "ფორმულასთან" განაცხადა.
ჟურნალისტები არკვევდნენ საარჩევნო სიის შედგენის პრინციპს და ამ კონტექსტში დაისვა კითხვა პეტრიაშვილთან დაკავშირებითაც, რომელიც სიაში არ ფიგურირებს. ჟურნალისტმა იკითხა, პეტრიაშვილი არის თუ არა კოალიციასთან დაკავშირებული პირი.
"რამდენადაც მე ვიცი, აღარ არის",- თქვა ჯაფარიძემ.
თავად პეტრიაშვილს და "დროას" მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ ჯერ არ განუცხადებიათ. "აქცენტი" ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი "დროას" პოლიტიკურ გუნდს ივნისში შეუერთდა.


