სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ხვდება
02/10/2024 16:17:35 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ხვდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა ბრიუსელში მიმდინარეობს.
მანამდე პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.
“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში ვხვდები.
როგორც კანდიდატ ქვეყანას, საქართველოს თავისი რეფორმების ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებთან შესაბამისობაში გაღრმავება სჭირდება.
რეფორმები, კანონის უზენაესობა, და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირისკენ გზის ბირთვში არიან.
საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხის მიერ შეიძლება იქნას მიღებული,” - თქვა შარლ მიშელმა.
ინფორმაციით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც დაესწრო დოკუმენტური ფილმის ჩვენებას: „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“. ასევე, პრეზიდენტი გერმანიას სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. პრეზიდენტი იმყოფებოდა პოლონეთშიც, სადაც პოლონელ კოლეგა ანჯეი დუდასთან გამართა შეხვედრა.


