Accentnews.ge
ლანდსბერგისი: "არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე "ოცნება" აგრძელებს დაშინების კამპანიას"

ლანდსბერგისი: "არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე "ოცნება" აგრძელებს დაშინების კამპანიას"

03/10/2024 10:33:08 პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, მათ შორის საქართველოზე ისაუბრა.

მისი თქმით, "არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე "ქართლი ოცნება" დაშინების კამპანიას აგრძელებს, რაც ევროპის საბჭოს ღირებულებებს არ შეესაბამება".

"სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში არსებული სიტუაციით. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მმართველი პარტია აგრძელებს დაშინების კამპანიას როგორც პოლიტიკური ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს. ეს არ შეესაბამება ევროპის საბჭოს ღირებულებებს. ამიტომ მოვუწოდებ ქართველ დეპუტატებს და დიპლომატებს, რომლებიც სწორედ ამ დარბაზში არიან, აიღონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ, რომ საქართველო დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ევროპის გზას დაუბრუნდეს", - განაცხადა ლანდსბერგისმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S