Accentnews.ge
მაკრონი: საფრანგეთი ევროპელ პარტნიორებთან ერთად ყურადღებით დააკვირდება იმ პირობებს, რომლებშიც ჩატარდება საარჩევნო კამპანია და 26 ოქტომბრის არჩევნები

მაკრონი: საფრანგეთი ევროპელ პარტნიორებთან ერთად ყურადღებით დააკვირდება იმ პირობებს, რომლებშიც ჩატარდება საარჩევნო კამპანია და 26 ოქტომბრის არჩევნები

04/10/2024 07:07:56 პოლიტიკა

"მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ყურადღებით დააკვირდება იმ პირობებს, რომლებშიც ჩატარდება საარჩევნო კამპანია და 2024 წლის 26 ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნები. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და საშუალებას მისცემს საქართველოს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას. რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ცნობისთვის: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის დასავლური ტურნეს ფარგლებში 3 ოქტომბერს პარიზში გაიმართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S