მამუკა მდინარაძე: "მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია "ნაცმოძრაობისგან"
04/10/2024 08:05:53 პოლიტიკა
"მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია ნაცმოძრაობისგან, რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტია არის აკრძალული!", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ ზედიზედ მე–5 დღეა, საქართველოში აშშ–ის საელჩო "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ბრალდებების საპასუხოდ "ქარდებს" ავრცელებს. როგორც დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, "დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი საქართველოს ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში".


