Accentnews.ge
ელჩი: თუ არჩევნები არ ჩატარდება ევროპული სტანდარტით, მზად ვიქნებით, ვუპასუხოთ მოვლენების ნებისმიერ განვითარებას

ელჩი: თუ არჩევნები არ ჩატარდება ევროპული სტანდარტით, მზად ვიქნებით, ვუპასუხოთ მოვლენების ნებისმიერ განვითარებას

04/10/2024 09:05:27 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმედს ითხოვებს, რომ საქართველოში არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება, სხვა შემთხვევაში, ელჩის თქმით, "მზად ვიქნებით, ვუპასუხოთ მოვლენების ნებისმიერ განვითარებას, მათ შორის ყველაზე უარეს სცენარს"

ელჩმა ამ კონტექსტში ახსენა ბელარუსის გამოცდილება.

“იმედი მაქვს, არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. იქნება კონკურენტული, ინკლუზიური, გამჭვირვალე. ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად. თუმცა, თუკი ის არ ჩატარდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეს იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნა, ჩვენ დაველოდებით ეუთო/ოდირის შეფასებას, მაშინ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით, ვუპასუხოთ მოვლენების ნებისმიერ განვითარებას, მათ შორის ყველაზე უარეს სცენარს - საარჩევნო ძალადობას და არჩევნების შესაძლო გაყალბებას. ეს არის ის, რისი გამოცდილებაც გვაქვს ბელარუსის შემთხვევაში და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამის გამოცდილება არასდროს გვექნება საქართველოს შემთხვევაში“, - აღნიშნა ელჩმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S