Accentnews.ge
ჰერჩინსკი: არჩევნებამდე 1 კვირით ადრე ევროპული საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს

ჰერჩინსკი: არჩევნებამდე 1 კვირით ადრე ევროპული საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს

04/10/2024 10:45:26 პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, 17-18 ოქტომბერს ევროპული საბჭო საქართველოს საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს.

როგორც ელჩმა განაცხადა, 17-18 ოქტომბერს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სამიტზე ვნახავთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ლიდერები საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობების შესახებ.

"ამ მომენტში გიმეორებთ, რომ ჩვენი კარი გაიღო. ევროპული საბჭოა ის, ვინც გადაწყვიტა მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი პირობებით. ეს პირობები უნდა შესრულდეს. მე მართლა გული მწყდება, რომ საჭირო რეფორმების გატარების ნაცვლად, სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ და მივედით იმ წერტილამდე, როცა ევროპული საბჭო იძულებული გახდა, შეეჩერებინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

თუმცა ისევ ვამბობ, ჩვენ გელოდებით. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ მიხვალთ არჩევნებზე და ხმას მისცემთ 26 ოქტომბერს და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ძალიან სწრაფად განაახლებენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ჩვენ უნდა ვიჩქაროთ, რათა ევროკავშირის მორიგი დიდი გაფართოების მატარებელმა არ გაგვასწროს, ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S