Accentnews.ge
კალაძე: ვფიქრობ, ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, “ფეისბუქის” ადმინად ლევან ხაბეიშვილი "ჩაუდეს"

კალაძე: ვფიქრობ, ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, “ფეისბუქის” ადმინად ლევან ხაბეიშვილი "ჩაუდეს"

04/10/2024 17:18:38 პოლიტიკა

ვფიქრობ, ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, “ფეისბუქის” ადმინად ლევან ხაბეიშვილი "ჩაუდეს", - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.

“ძალიან ჩანს მათ მიერ გამოქვეყნებულ “ქარდებზეც”, აშკარად ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს. ყველა “ქარდზე”, რაც გამოაქვეყნეს, იყო სიცრუე, თუნდაც არჩევნების პარალელური დათვლების გაყალბებასთან დაკავშირებით. საუბარი იყო 1.8%-ზე, სინამდვილეში კი 2.5%-ი იყო გაყალბებული, რაც ჩვენი მხრიდან იქნა აღმოჩენილი. ეს ხმებში რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით 50 000 ხმაა, რის მოპარვასაც გვაბრალებდნენ. ამას კამპანიის ხასიათი ჰქონდა და გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში დაპირისპირება, მომხდარიყო რევოლუცია. ჩვენ ვხედავთ საელჩოებს, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, ისინი პირდაპირ არიან ჩართულნი საარჩევნო კამპანიაში. თუმცა, რაც არ უნდა საარჩევნო კამპანიებში ჩაერთონ , 26 ოქტომბერს, ჩვენი ქვეყანა და მშვიდობა გაიმარჯვებს",- ამტკიცებს.

აშშ-ის ელჩმა მსგავსი რიტორიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ პატივს სცემს საელჩოს თანამშრომლების შრომას და ამაყობს მათი საქმიანობით.

შეგახსენებთ, რომ ზედიზედ მე–5 დღეა, საქართველოში აშშ–ის საელჩო "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ბრალდებების საპასუხოდ "ქარდებს" ავრცელებს. როგორც დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, "დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი საქართველოს ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S