Accentnews.ge
ელჩი: სანქციების დრო აირჩიეს მათ, ვინც ეს ქმედებები ჩაიდინა, ჩვენ - არა

ელჩი: სანქციების დრო აირჩიეს მათ, ვინც ეს ქმედებები ჩაიდინა, ჩვენ - არა

04/10/2024 19:36:24 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დაგინანი ამბობს, რომ სანქცეიბის დრო განსაზღვრა ქმედებებმა, რიდთვისაც დაწესდა შემზღუდავი ზომები და დრომ, რაც ამ ზომების მომზადებას დასჭირდა და ეს არ არის კავშირში მოახლოებულ არჩევნებთან.

"ჩვენ არ აგვირჩევია ჩვენი მოქმედებების დრო. ჩვენი ქმედებები არის ძალიან კარგად აწონილ-დაწონილი, საპასუხოდ... მაგალითად, ოთხი სანქცია, რომელიც ჩვენ დავაწესეთ ინდივიდებზე, ეს იყო უკიდურესად მიზანმიმართული სანქციები იმ პირებზე, რომლებიც, ჩვენი აზრით, ანტიდემოკრატიულ ქმედებებში იყვნენ ჩართულნი, რომლებზეც გვაქვს მტკიცებულებები, რომ ჩართულები იყვნენ ანტიდემოკრატიულ ქმედებებში ან დეზინფორმაციაში. და, ამ სანქციების დაწესების დრო დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როდის იყო ჩადენილი ეს ქმედებები და რამდენი დრო დაგვჭირდა სანქციების მოსამზადებლად. ჩვენ არ აგვირჩევია, რომ ეს დრო საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ყოფილიყო. სანქციების დრო აირჩიეს მათ, ვინც ეს ქმედებები ჩაიდინა, ჩვენ - არა",- თქვა ელჩმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

მან თქვა, რომ ხელისუფლებას აქვს შანსი, ურთიერთობები გააუმჯობესოს სტრატეგიულ პარტნიორთან:

"მთავრობა კი კვლავ იმეორებს, რომ მომავალ წელს ყველაფერი უკეთესად იქნება, არჩევნების შემდეგ ყველაფერი უკეთესი იქნება... და ჩემი კითხვაა, რატომ არა ახლა?! ჩვენ ძალიან ცხადად ვთქვით, რომ გარკვეული ნაბიჯები მკვეთრად გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობას. აშშ-სა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის შეჩერება დაეხმარება ამ პროცესს; აგრეთვე, პროგრესი იმ ცხრა ნაბიჯის შესრულების მიმართულებით, რომელიც ევროკავშირმა გაწევრების პროცესის შესანარჩუნებლად შეიმუშავა; და დანერგილი კანონმდებლობის ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც შესაძლოა მოითხოვდეს კანონმდებლობის მთლიანად გაუქმებასაც. ჩვენი გადმოსახედიდან, რაც უფრო მალე მოხდება ეს ყველაფერი, მით უკეთესია. არ არის საჭირო მოცდა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S