Accentnews.ge
ნიკო მანაგაძე: "მიზანი მიღწეულია - ირაკლი კობახიძე თსუ-ში აღარ ასწავლის!"

ნიკო მანაგაძე: "მიზანი მიღწეულია - ირაკლი კობახიძე თსუ-ში აღარ ასწავლის!"

04/10/2024 21:17:25 პოლიტიკა

სტუდენტური მოძრაობის ლიდერ ნიკო მანაგაძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღარ ასწავლის, მისი სასწავლო კურსი კი გაუქმებულია.

მანაგაძე ამას მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან ივლისის ჩათვლით კობახიძის წინააღმდეგ თსუ-სთან გამართულ სტუდენტურ საპროტესტო აქციებს უკავშიებს და თვლის, რომ "მიზანი მიღწეულია".

"წინა სემესტრი ძლივს ჩაამთავრა ყოველკვირეული პროტესტის ფონზე და როგორც ჩანს, მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა ქვეყნის მთავარ სახელმწიფო უნივერსიტეტში ამით დასრულდა. მიზანი მიღწეულია. რასაც ვამბობდით, შესრულებულია - ლექტორად წოდებული იმ მხდალი სუბიექტის ადგილი, რომელიც უნივერსიტეტში ყოველ შაბათს ტიტუშკებით დადიოდა და სტუდენტებზე ორგანიზებულ თავდასხმებს ახორციელებდა, უნივერსიტეტში არ არის!" - წერს მანაგაძე სოცქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S