Accentnews.ge
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში მეუფე იაკობისა და  ო'ბრაიენის შეხვედრის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებენ

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში მეუფე იაკობისა და  ო'ბრაიენის შეხვედრის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებენ

05/10/2024 06:34:15 პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, ბოდბელ მთავარეპისკოპოსს იაკობს "რეგულარული შეხვედრების" ფარგლებში შეხვდა. ამის შესახებ "აქცენტს" აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა განუცხადა.

ვიზიტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ, პრეს–სპიკერმა "აქცენტს" შემდეგი განუცხადა:

"როგორც ჩვენი ძალისხმევის ნაწილი, ჩვენ რეგულარულად ვხვდებით სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს და რელიგიურ ლიდერებს".

ცნობისთვის: 3 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, ბოდბელ მთავარეპისკოპოსს იაკობს და „დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელ დირექტორს ქეთევან ჩაჩავას შეხვდა. აუდიენცია სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართება.

შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არც სახელმწიფო დეპარტამენტს გაუვრცელებია და არც საქართველოს საპატრიარქოს.

3 ოქტომბერს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, მეუფე იაკობის ვიზიტი აშშ-ში საპატრიარქოს ორგანიზებული არ იყო.

"ეს საპატრიარქოსგან ორგანიზებული ნამდვილად არ არის. ახლა არკვევენ და ალბათ, თვითონ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები დაუკავშირდებიან. როგორც მე მითხრეს, ეს საპატრიარქოს ორგანიზებული არაა", – განაცხადა, "მთავარი არხის" ცნობით, ზვიადაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S