Accentnews.ge
ქარტია: მხარს ვუჭერთ არხების გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ „ოცნების" არაეთიკურ კამპანიას

ქარტია: მხარს ვუჭერთ არხების გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ „ოცნების" არაეთიკურ კამპანიას

06/10/2024 09:16:44 პოლიტიკა

ჟურნალისტური ეთიკის მხარს უჭერს „ფორმულას“, „მთავარი არხის” და „ტვ პირველის” გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ “ქართული ოცნების” არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას.

ქარტია მოუწოდებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, „არ დაავალდებულოს ისინი, ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას”.

„ქუჩაში გამოფენილმა მსგავსი შინაარსის საარჩევნო ბანერებმა ტკივილი მიაყენა უკრაინულ ხალხს და ქართული საზოგადოების სრულიად სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია”. – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის: 5 ოქტომბერს ტელეკომპანიებმა „მთავარმა არხმა”, „ფორმულამ” და „ტვ პირველმა” ერთობლივი განცხადება გაავრცელეს იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება” ტელევიზიებისგან ბანერების ეთერში გაშვებას მოითხოვს. „მიუხედავად მოსალოდნელი მძიმე ჯარიმებისა, კრიტიკული არხები არ აპირებენ ხელი შეუწყონ „ქართული ოცნების” რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას და უარს ამბობენ „ამორალური” ბანერების ეთერში გაშვებაზე, რომლებიც „ოცნებას” ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი” - ნათქვამი იყო განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S