Accentnews.ge
"უკრაინაშიც გვყავდა რუსული ინტერესების გამტარებელი მდიდარი კაცი - მედვედჩუკი, რომელიც გვიჩიჩინებდა, მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველანაირი ფასი გადაგვეხადა - სამაგიეროდ ომი არ იქნებაო"

"უკრაინაშიც გვყავდა რუსული ინტერესების გამტარებელი მდიდარი კაცი - მედვედჩუკი, რომელიც გვიჩიჩინებდა, მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველანაირი ფასი გადაგვეხადა - სამაგიეროდ ომი არ იქნებაო"

07/10/2024 13:48:54 პოლიტიკა

საქართველოს მმართველმა პარტიამ - ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობის ომით დაშინება საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ქვაკუთხედად ექცია. უკვე რამდენიმე დღეა, ქუჩებში ვხედავთ უზარმაზარ პლაკატებს, რომლებზეც ერთ მხარეს ჩანს რუსების მიერ დანგრეული უკრაინული მარიუპოლი, მეორე მხარეს - უვნებელი ქართული ეკლესია, გზავნილი კი მკაფიო: თუ არ გინდათ, საქართველოშიც ასე მოხდეს, ხმა ჩვენ მოგვეცით - "ქართულ ოცნებასო".

წინასაარჩევნო მიზნებში უკრაინის ომის თემით სპეკულაცია უკვე დაგმეს როგორც თავად კიევმა, ისე ევროკავშირის წარმომადგენლებმა, ასევე ქართულმა ოპოზიციამ, არასამთავრობო სექტორმა, დამოუკიდებელმა მედიამ და საზოგადოების დიდმა ნაწილმაც.

ამ კუთხით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს "რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში" გამოეხმაურა უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრის თავმჯდომარე სერჰი კუზანი, რომლის თქმით, ომის თემით სპეკულაცია და მოსახეობის ომით დაშინების მცდელობები, რაც რუსული სპეცსამსახურების მოქმედების "კლასიკაა", თავის დროზე თავად უკრაინაშიც უნახავთ.

"ვნახე ["ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ბანერეის - რედ.] ფოტოები - რა უნდა ვთქვა? ღია მანიპულაციაა და რუსული ნარატივები. ის, რომ მმართველი პარტია რუსულ ნარატივებს იყენებს, ჩვენთვის ახალი ამბავი არ არის. ეს ყველაფერი უკვე ვნახეთ ჩვენთან, უკრაინაში, 2016 წელს - ჩვენც გვყავდა რუსული ინტერესების გამტარებელი მდიდარი კაცი - ვიქტორ მედვედჩუკი. მედვედჩუკიც გვიჩიჩინებდა, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველანაირი ფასი უნდა გადაგვეხადა, მათ შორის, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპაციას უნდა შევგუებოდით, მეტიც, ისინი ამ ოკუპირებული ფორმით უნდა ყოფილიყვნენ უკრაინის შემადგენლობაში, როგორც რუსეთის ბერკეტები კიევის სამართავად. სამაგიეროდ, ომი არ იქნებაო"- ამბობს კუზანი.

მისივე თქმით, "ყველა ეს სპეკულაცია თუ მანიპულაცია რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რომელსაც სურს, მეზობლების სახელმწიფოებრიობას ძირი გამოუთხაროს":

"მოლდოვაში ამას დნესტრისპირეთის მეშვეობით ცდილობდნენ, ჩვენთან - დონბასით და ლუგანსკით და დარწმუნებული ვარ, თქვენთანაც [საქართველოში - რედ.] ეცდებიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემებით მანიპულაციას - შემოგთავაზებენ სოხუმის და ცხინვალის დაბრუნებას საქართველოს შემადგენლობაში, ოღონდ იმ პირობით, რომ ეს რაღაც კონფედერაციის მსგავსი იქნება, საქართველოს სუვერენიტეტის შეკვეცის ხარჯზე და ა.შ. ეს ყველაფერი რუსული მანევრებია, კაგებეს კლასიკა და ისინი, ვინც გაუაზრებლად თუ წინასწარი განზრახვით მათ ინტერესებს ატარებენ, მოსკოვს ემსახურებიან. მედვედჩუკმა... ცუდად დაამთავრა. და რუსეთის ყველა აგენტი ასე დაამთავრებს, ან კიდევ უარესად".

კუზანის აზრით, რუსეთის დამარცხება მხოლოდ უკრაინაში საკმარისი არ არის:

"ისინი უნდა განიდევნონ როგორც დნესტრისპირეთიდან, ასევე აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, მოლდოვისა და საქართველოს სუვერენიტეტი მათ მთლიან ტერიტორიაზე განუხრელად უნდა ვრცელდებოდეს - მხოლოდ მაშინ შეგვეძლება საუბარი ჩვენი რეგიონის გაუსაფრთხოებაზე".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S