პრეზიდენტი: "მთავარი დამარცხება გაყალბების, რომელიც მზადდება ყველა მხრიდან, არის მობილიზაცია, ყველანი არჩევნებზე!"
07/10/2024 15:02:29 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მოქალაქეებს არჩევნებში კონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მთავარი დამარცხება გაყალბების, რომელიც მზადდება ყველა მხრიდან, არის მობილიზაცია, ყველანი არჩევნებზე! არის ყველას მისვლა არჩევნებზე. ჩვენი ვალდებულებაა, რომ მივიდეთ არჩევნებზე, არც ერთი ხმა არ უნდა დარჩეს გამოუყენებელი, იმისთვის, რომ ეს ქვეყანა, მისი დამოუკიდებლობა დავიცვათ. დავჯუცვათ ქვეყნის ევროპული მომავალი ეს ჩვენს ხელშია. [...] ყველანი არჩევნებზე!", – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოუწოდა, დარეგისტრირდნენ დამკვირვებლებად, რათა დაიცვან ხმები:
„თითოეული ადამიანი, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებელია თავის ხმაზე, რომ მივიდეს [არჩევნებზე]. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ახლობელი უცხოეთში, ვერ ჩაეწერა, არ ჩაწერეს ან ამოიღეს სიიდან, თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ თქვენი ხმა დაიცვათ ორმაგად. დაცვისთვის საჭიროა დამკვირვებლები. არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ ტრენინგებს, სადაც უნდა ჩაეწეროთ. მე მინდა მივმართო ახალგაზრდებს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და თქვენი მომავალი არის ის, რაც წყდება 26 ოქტომბერს. თქვენ დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ და თქვენ უთუოდ იქნებით თქვენი ხმების ძალიან კარგი დამცველები. არსებობს ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა არასამთავრობოებს ტრენინგებისთვის და დამკვირვებლებისთვის - ეს ორგანიზაცია არის „ჩემი ხმა“. თქვენ ყველამ უნდა იგრძნოთ პასუხისმგებლობა, რასაც ჰქვია დამკვირვებლობა, რაც არის ჩვენი ყველას გამხნევება არჩევნების დღეს".


