Accentnews.ge
გერმანიის ელჩი: ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30–წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე დგახართ

გერმანიის ელჩი: ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30–წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე დგახართ

08/10/2024 09:30:31 პოლიტიკა

„ევროკავშირი ჩვენი მშვიდობიანი ერთობის საფუძველი იყო. დღეს ჩვენ ყველა მეზობელთან მეგობრულად თანავცხოვრობთ, რაც ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით წარმოუდგენელი მიღწევაა. ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი. ეს არის ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველი. ის ნამდვილად არის გლობალური მშვიდობის პარტია […] ქართველებს კი გეტყვით: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ, როგორი მმართველობა გსურთ და რომელი ქვეყნების გაერთიანებებთან მიკუთვნება გსურთ. ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენზე არა. ევროკავშირის კარი ღიაა. […] როგორც მეგობარმა მსურს, გითხრათ, და მე მჯერა, რომ ბევრი თქვენგანი დამემოწმება, რომ მე ყოველთვის ვმოქმედებ როგორც მეგობარი: თქვენ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30 –წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე დგახართ. [მომავალი] თქვენი გადასაწყვეტია", – ამის შესახებ, საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S