Accentnews.ge
რას პასუხობს კალაძე "ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე ივანიშვილისა და ღარიბაშვილის არდასწრების მიზეზის შესახებ დასმულ კითხვას

რას პასუხობს კალაძე "ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე ივანიშვილისა და ღარიბაშვილის არდასწრების მიზეზის შესახებ დასმულ კითხვას

08/10/2024 10:45:36 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" გენმდივანი თბლისის მერი კახა კალაძე ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენას არც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და არც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი არ ესწრებოდნენ.

კერძოდ, ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენას პარტიის ლიდერები, კახა კალაძემ შემდეგი განაცხადა:

„წარდგენას პოლიტიკური ლიდერები არ ესწრებოდნენ. არ იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე და პარლამენტის მაღალი თანამდებობის მქონე პირები. იქ იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის, მეც ვიყავი, როგორც დედაქალაქის მერი და იყო საზოგადოება, რომელსაც წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, თუ რას ვგეგმავთ. თქვენ ხომ გამოდიოდით და ამბობდით, რომ „ქართულ ოცნებას“ ეკონომიკის მიმართულებით სალაპარაკო არაფერი აქვსო?“ ჩვენ გუშინ ვაჩვენეთ ხალხს, რამდენი რამეა გაკეთებული, შედარებები იყო მოყვანილი, რა ხდებოდა 2012 წლამდე და დღეს რა პროგრესი გვაქვს, საით მივდივართ, როგორია ჩვენი ხედვა ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, განათლების, ჯანდაცვის თვალსაზრისით. არ არსებობს სფერო, სადაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მიღწევა. ჩვენ ყველა ამ მიმართულებით გვაქვს ხედვა, რა გვინდა, რა უნდა გავაკეთოთ. ეს ყველაფერი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S