Accentnews.ge
პაეტი: ვიდრე "აგენტების კანონი' არ იქნება გაწვეული, ევროკავშირთან ურთიერთობებში პროგრესი არ იქნება

პაეტი: ვიდრე "აგენტების კანონი' არ იქნება გაწვეული, ევროკავშირთან ურთიერთობებში პროგრესი არ იქნება

08/10/2024 19:00:37 პოლიტიკა

"ბოლო წლებში საქართველო კიდევ უფრო დაშორდა ევროკავშირს და გაზარდა რუსეთის პირდაპირი გავლენა საქართველოს გადაწყვეტილებებზე. საქართველოს მიერ “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონისა და სხვა კანონების მიღება, არის ინსტრუმენტები, რომლებსაც მთავრობა იყენებს გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად, მედიის ცენზურისთვის, სამოქალაქო საზოგადოებაში კრიტიკულ ხმებზე შეზღუდვების დაწესებისთვის. ვიდრე მსგავსი კანონმდებლობა არ იქნება გაწვეული, ევროკავშირთან ურთიერთობებში პროგრესი არ იქნება. დღევანდელ მსოფლიოში საქართველოს რუსეთის მიმართ დამოკიდებულება და ევროპული სანქციებისთვის გვერდის ავლა ასევე მაგალითია იმისა, რომ საქართველო მზად არ არის თანხვედრაში იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. მაგრამ ჯერ ძალიან გვიანი არ არის საქართველოსთვის, რათა შეცვალოს საკუთარი კურსი, უპირველეს ყოვლისა საკუთარი ხალხისთვის” , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ურმას პაეტმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S