Accentnews.ge
წითლიძე: ზუგდიდში ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს დოკუმენტებს ართმევენ

წითლიძე: ზუგდიდში ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს დოკუმენტებს ართმევენ

09/10/2024 08:53:00 პოლიტიკა

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები ზუგდიში, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ართმევენ. წითლიძე კონკრეტულ სახელებსა და გვარებსაც ასახელებს.

"ვასახელებ იმ ადამიანებს, რომლებიც ზუგდიდში, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში უშუალოდ მონაწილეობენ. ესენი არიან: ოთარ კოდუა - "ქართული ოცნების" დელეგატის დავით კოდუას მამა, რომელსაც ზუგდიდის მთელი დაბალი ზონა აქვს ჩაბარებული და პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე მუშაობს; თაზო ფაცაცია, რომელიც ზუგდიდის საკრებულოს წევრია; ზაალ და პეტრე გეგეჭკორები; ზაზა გოგუა და თემურ ბოკუჩავა". - თქვა წითლიძემ.

ანა წითლიძე ამბობს, რომ ამ ადამიანების სახელებსა და გვარებს საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცემენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S