Accentnews.ge
ცესკო უახლოეს სხდომაზე გადაწყვეტს, შეინარჩუნებს თუ არა ისრაელში საარჩევნო უბანს საგარემოს მიმართვის შემდეგ

ცესკო უახლოეს სხდომაზე გადაწყვეტს, შეინარჩუნებს თუ არა ისრაელში საარჩევნო უბანს საგარემოს მიმართვის შემდეგ

09/10/2024 11:03:03 პოლიტიკა

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ადასტურებს ემიგრანტების მიერ გავრცელებულ ცნობებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ საარჩევნო ადმინისტრაციას ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვის თაობაზე მიმართა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 ოქტომბერს წერილობით მოგვმართა, სადაც არის ინფორმაცია იმ გარემოებებისა და რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში, თელავივში, ქალაქ რამათ განში შექმნილ საარჩევნო უბანთან დაკავშირებულ საკითხებს. აღწერილია ყველა ის გარემოება, რომელიც შესაძლოა, საყურადღებო იყოს კომისიისთვის საარჩევნო უბნის შენარჩუნებასთან დაკავშირებით",- თქვა კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, საკითხზე "უახლოეს სხდომაზე" შედგება "სათანადო მსჯელობა და კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“.

მანამდე ინფორმაცია საჯარო ემიგრანტების მეშვეობით გახდა ცნობილი.

"ყველასთვის სასურველი იყო რომ არჩევნებში მიგვეღო მონაწილეობა. პირადად მეც პასპორტი დავამზადებინე, საქართველოდან ჩამოვატანინე, რომ წელს მაინც მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა. მე ზუსტად იმ ქალაქში ვცხოვრობ, სადაც საარჩევნო უბანი უნდა გახსნილიყო და ამ მომენტისთვის არ არის ისეთი სიტუაცია, რომ არ ჩატარდეს არჩევნები. ჩვეულებრივად მუშაობს სკოლები, ბაღები, ჩვენც დავდივართ სამსახური. უსაფრთხოების ზომები მეტად გამკაცრებულია, მაგრამ ის, რომ არჩევნები არ ჩატარდეს, ვერ ვხედავ ამის მიზეზს" - ამბობს ისრაელში მცხოვრები ლელა ფარცვაძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S