Accentnews.ge
რეზოლუციის პროექტი: ბუნდესტაგი ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს ევროპულ დონეზე ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობისათვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას

რეზოლუციის პროექტი: ბუნდესტაგი ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს ევროპულ დონეზე ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობისათვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას

09/10/2024 13:01:15 პოლიტიკა

გერმანიის ბუნდესტაგი 10 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე რეზოლუციის პროექტს "საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ უყრის კენჭს.

დოკუმენტი გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „კავშირი 90/მწვანეების“ და „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ არის შემუშავებული.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, "გერმანიის ბუნდესტაგი ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს, საბიუჯეტო პარამეტრების გათვალისწინებით, ევროპულ დონეზე ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობისათვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას, მიუხედავად მთავრობის მიერ დემოკრატიაში უკუსვლისა, რადგანაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს მთელ მოსახლეობას და ამით პრო-ევროპულ ძალებსაც შეეხებოდა".

იხილეთ: ბუნდესტაგის რეზოლუციის პროექტი [სრულად]: "ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, ვიდრე ძალაშია "აგენტების კანონი"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S