რეზოლუციის პროექტი: ბუნდესტაგი ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს, საქართველოსთან მომავალი ურთიერთობების ფორმირება არჩევნების სამართლიანობაზეც გახადოს დამოკიდებული
09/10/2024 13:07:43 პოლიტიკა
გერმანიის ბუნდესტაგი 10 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე რეზოლუციის პროექტს "საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ უყრის კენჭს.
დოკუმენტი გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „კავშირი 90/მწვანეების“ და „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ არის შემუშავებული.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, "გერმანიის ბუნდესტაგი ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს, საბიუჯეტო პარამეტრების გათვალისწინებით, ევროპული საბჭოს 2024 წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებების სულისკვეთებით ხელი შეუწყოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ეუთოს (ODIHR-ის) და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების მხარდაჭერის გზით და საქართველოსთან მომავალი ურთიერთობების ფორმირება საპარლამენტო არჩევნების თავისუფლებასა და სამართლიანობაზეც გახადოს დამოკიდებული".


