ბუნდესტაგის რეზოლუციის პროექტი: "ოლიგარქი ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი ევროპულ მომავალზე მაღლაა დაყენებული"
09/10/2024 13:37:29 პოლიტიკა
გერმანიის ბუნდესტაგი 10 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე რეზოლუციის პროექტს "საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ უყრის კენჭს.
დოკუმენტი გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „კავშირი 90/მწვანეების“ და „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ არის შემუშავებული.
„ქართლი ოცნების“ დამაარსებლის და საპატიო თავმჯდომარის, ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპული მომავალზე და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა ცდილობს, სულ უფრო ავტორიტარული მოქმედებით და საზოგადოების მეგობრებად/პატრიოტებად და მტრებად/მოღალატეებად დაყოფით, შიშის ატმოსფეროს გაღვივებას. პოლარიზაციის გადალახვის არანაირი მცდელობა არ ყოფილა. ასევე, აბსოლუტურად მიუღებელი და დემოკრატიის ევროპულ გაგებასთან შეუსაბამოა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადება არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სურვილის შესახებ,“ - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.


