Accentnews.ge
გიგიაძე: გერმანია "ოცნებას" საქართველოს ევროპული მომავლის გარანტორად აღარ განიხილავს და მსგავსი სახის რეზოლუციებს სავარაუდოდ, სხვა ქვეყნებიც მიიღებენ

გიგიაძე: გერმანია "ოცნებას" საქართველოს ევროპული მომავლის გარანტორად აღარ განიხილავს და მსგავსი სახის რეზოლუციებს სავარაუდოდ, სხვა ქვეყნებიც მიიღებენ

10/10/2024 09:03:37 პოლიტიკა

"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე აცხადებს, რომ გერმანია "ქართულ ოცნებას" საქართველოს ევროპული მომავლის გარანტორად აღარ განიხილავს.

"გერმანია არის ყველაზე მძიმეწონიანი ქვეყანა ევროკავშირში. გერმანია იყო ჩვენ პერსპექტივაში ყველაზე უფრო ხელჩასაჭიდი, ყველაზე რეალური პარტნიორი. ქართული დიპლომატია ყოველთვის ცდილობდა, რომ გერმანიასთან განსაკუთრებული ურთიერთობების ხარჯზე მომხდარიყო საქართველოს პროგრესი, როგორც ევროპული, ასევე ევროატლანტიკური მიმართულებით. გერმანიაც უკვე ვეღარ ხედავს ვერანაირ მომავალს "ქართულ ოცნებასთან", ამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ისინი უკვე აღარ განიხილავენ მათ, როგორც საქართველოს ევროპული მომავლის გარანტორს. ვფიქრობ, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიც, დიდი ალბათობით, მსგავსი სახის რეზოლუციებს მიიღებენ და ინდივიდუალურად დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით", - ამბობს, "ტვ პირველის" ცნობით, გიგი გიგიაძე.

ცნობისთვის: ევროპარლამენტის შემდეგ “ქართულ ოცნებაზე” კრიტიკულ რეზოლუციას გერმანიაშიც იღებენ.

გერმანიის ბუნდესტაგი 10 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე რეზოლუციის პროექტს "საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ უყრის კენჭს.

დოკუმენტი გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „კავშირი 90/მწვანეების“ და „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ არის შემუშავებული.

როგორც რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, "ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს".

გერმანლი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ "ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, ვიდრე ძალაშია "აგენტების კანონი".

დოკუმენტის მიხედვით, "ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული".

ამავე თემაზე: ბუნდესტაგის რეზოლუციის პროექტი: "ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, ვიდრე ძალაშია "აგენტების კანონი"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S