გახარია: "ივანიშვილს შიშები ამოძრავებს, მდინარაძე იმ სართულზეც ვერ მოვიდოდა ახლოს, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა"
10/10/2024 11:54:53 პოლიტიკა
პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას "ბოდვა" უწოდა.
მისი თქმით, "განცხადებს ტექსტი არის ივანიშვილის დაწერილი, რომელსაც ეს შიშები ამოძრავებს".
"მამუკა მდინარაძე, იმ დროს, ახლა არ ვიცი, ალბათ, ახლაც, საერთოდ იმ ოთახში შემოშვებაზე კი არა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, იმ სართულზეც ახლოს ვერ მოვიდოდა და რასაც ახლა მამუკა მდინარაძე ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად", – განაცხადა მან.
დღეს მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და ექს–პრემიერი გიორგი გახარია და ოპოზიციის სხვა ლიდერები "აგენტურის" ნაწილად მოიხსენია.
იხილეთ ასევე: მდინარაძის განცხადებით, "სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია ერთი ხელიდან მართული აგენტურაა".


