კობახიძემ "ოცნების" რეიტინგის "სიძლიერის" ერთ–ერთი მთავარი მიზეზი დაასახელა
11/10/2024 06:41:36 პოლიტიკა
„დღევანდელი მდგომარეობით, არის ორი ოპოზიციური პარტია, რომელსაც აქვს რეალურად ბარიერის გადალახვის შანსი. ის ცალკე ტრაგედიაა, რომ ეს ორი პარტია ერთობლიობაში ამ ეტაპზე აგროვებს 20%-ზე მეტს. იმედი გვაქვს, რომ მათი მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად დაიკლებს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენი პოზიციები არის ასეთი ძლიერი, ჩვენ დღეს გვაქვს დაახლოებით 60%-იანი რეიტინგი, არის ის, რომ ოპოზიცია არის უბრალოდ უსუსტესი ჩვენს ქვეყანაში. [...] შიგნით არიან ერთმანეთში მოშლილები, სათქმელი არ აქვთ არაფერი საზოგადოებისთვის, ასეთ პირობებში, მე ვფიქრობ, ის 20%-იც ზედმეტია, რაც რადიკალური ოპოზიციის ძირითად ნაწილს აქვს დაგროვილი “, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.


