Accentnews.ge
კოალიცია "ძლიერ საქართველოს" "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ საჩივარი შეაქვს

კოალიცია "ძლიერ საქართველოს" "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ საჩივარი შეაქვს

11/10/2024 07:53:19 პოლიტიკა

კოალიცია "ძლიერ საქართველოს" "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში საჩივარი შეაქვს. ამის შესახებ კოალიციის ერთ–ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

"ხელისუფლების პანიკა, რომ ის მარცხდება 26 ოქტომბრის არჩევნებში, როგორც ჩანს, გადაედოთ მათ მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებს. სამწუხაროდ, ტელეკომპანიები - „იმედი“ და „რუსთავი 2“, საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლასაც კი აღარ ერიდებიან იმისთვის, რომ „ძლიერი საქართველოს“ ხმა დაბლოკონ და ხელი შეგვიშალონ, საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების შესახებ სიმართლე ვესაუბროთ; სიმართლე იმ დანაშაულების შესახებ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა. ჩვენ ძალიან დიდი ხანია თვალყურს ვადევნებთ იმას, რომ „იმედი“ წლებია აღარ გვიშვებს პირდაპირ ეთერში და ბლოკავს შესაძლებლობას, ვესაუბროთ საქართველოს მოქალაქეებს იმაზე, რაც მათ აინტერესებთ, მაგრამ რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არის უკანონო, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ცენზურა. მათ ყველა ნაბიჯი გადადგეს იმისათვის, რომ დაებლოკათ ჩვენი საარჩევნო რეკლამა. ეს არის კანონის წინააღმდეგ წასვლა. დღეს, ჩვენ ორ საჩივარს შევიტანთ ტელეკომპანია „იმედის“ და „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ წასვლა, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევა, რასაც ეს მედიასაშუალებები აკეთებენ", – განაცხადა მან.

მისივე თქმით, თავისუფალი მედიაგარემოს უზრუნველყოფის გარეშე, საარჩევნო პერიოდი თავისუფლად არ ჩაითვლება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S