კობახიძე: "გლობალურ ომის პარტიას" საქართველოში არჩევნების მოგების იმედი აღარ აქვს"
11/10/2024 11:33:39 პოლიტიკა
"ის ფაქტი, რომ გადაიდო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ამ დასკვნის გამოქვეყნება, მეტყველებს ერთ რამეზე – გლობალური ომის პარტიას აღარ აქვს საქართველოში არჩევნების მოგების იმედი. ხედავენ, რომ ოპოზიცია მძიმედ აგებს ამ არჩევნებს, შესაბამისად, შეიძლება აქცენტი გადაიტანონ პოსტსაარჩევნო პროცესებზე. მე მგონია, რომ ამას უკავშირდება გლობალური ომის პარტიის გადაწყვეტილება, ამ დასკვნის გამოქვეყნების გადავადების თაობაზე“, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ვინ არის "გლობალური ომის პარტია", რომელსაც "ქართული ოცნება" საშინაო თუ საგარეო მიმართულებით შექმნილ პრობლემებს აბრალებს, მმართველ პარტიაში დღემდე არ ამბობენ. დასავლეთში კი მიიჩნევენ, რომ "გლობალური ომის პარტია" კრემლის ნარატივია.


