Accentnews.ge
კობახიძე: როცა, ითხოვ იმ ადამიანების დასჯას, რომლებსაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული გარდატეხა აქვთ განხორციელებული, ეს არ შეშვენის გერმანიის პარლამეტს

კობახიძე: როცა, ითხოვ იმ ადამიანების დასჯას, რომლებსაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული გარდატეხა აქვთ განხორციელებული, ეს არ შეშვენის გერმანიის პარლამეტს

11/10/2024 11:40:06 პოლიტიკა

„მე უხერხულობას მიქმნის ის, რომ გერმანიის ბუნდესტაგში მიღებულ იქნა აბსოლუტურად უსამართლო რეზოლუცია. ეს არის ისეთი რეზოლუცია, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან, პრინციპებთან, რაც ძალიან სამწუხაროა. როდესაც ბუნდესტაგი იღებს ისეთ რეზოლუციას, სადაც ითხოვს კიდევ ერთხელ იმ ადამიანების დასჯას, რომლებსაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული გარდატეხა აქვთ განხორციელებული, როცა ბუნდესტაგის რეზოლუცია ეფარება კრიმინალებს, როცა ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის არმიღებას და ა.შ. ეს არის შემაშფოთებელი და სწორედ ეს არის, რაც ქმნის უხერხულობას. ჩემთვისაც უხერხულობის შემცველია ეს ყველაფერი, გამომდინარე ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გერმანიის ბუნდესტაგის, პარლამენტის ინსტიტუტის მიმართ, თუმცა ყველაზე მეტი უხერხულობა ამ რეზოლუციამ თავად შესაბამის ბუნდესტაგის წევრებს უნდა შეუქმნას. ვინც მიიღო რეზოლუცია, სწორედ ეს ადამიანები უნდა გრძნობდნენ უხერხულობას. ჩვენი საქმე არ არის, ვინ რა პოზიციით გამოვიდა გერმანიის ბუნდესტაგში, ჩვენთვის სამწუხარო მოვლენაა, რომ გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო უკიდურესად უსამართლო რეზოლუცია, რაც არ შეშვენის გერმანიის პარლამეტს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისთვის: “ქართულ ოცნებაზე” კრიტიკული რეზოლუცია გერმანიის ბუნდესტაგმაც მიიღო.

რეზოლუციას მმართველ უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს მხარი - "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ", "მწვანეებმა" და "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ". ოპოზიციური პარტიები "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი", ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" და ულტრამემარცხენე "სარა ვაგენკნეხტის კავშირი" წინააღდეგ წავიდნენ. "მემარცხენეებმა" თავი შეიკავეს.

ამავე თემაზე: ბუნდესტაგის რეზოლუცია: "ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, ვიდრე ძალაშია "აგენტების კანონი".

მანამდე, 9 ოქტომბერს “ქართულ ოცნებაზე” კრიტიკული რეზოლუცია ევროპარლამენტმა მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S