„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრეზიდენტის ინიციატივას საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის წარდგენის თაობაზე მხარს უჭერს
13/10/2024 06:40:11 პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრეზიდენტის ინიციატივას საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის წარდგენის თაობაზე მხარს უჭერს.
როგორც კოალიციაში აცხადებენ, პრეზიდენტის ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია "ქართულ ქარტიასთან“.
„პრეზიდენტის ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია "ქართულ ქარტიასთან". ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის დღევანდელ ინიციატივას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ავრცელებს.
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს. როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, არჩევნებამდე „ტექნიკური მთავრობის“ წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში.


