Accentnews.ge
ერმაკი: რასაც ქართველები უკრაინელებისთვის აკეთებენ , არასდროს დავივიწყებთ, იცოდეთ, რომ ჩვენი გამარჯვება თქვენი გამარჯვებაც იქნება

ერმაკი: რასაც ქართველები უკრაინელებისთვის აკეთებენ , არასდროს დავივიწყებთ, იცოდეთ, რომ ჩვენი გამარჯვება თქვენი გამარჯვებაც იქნება

13/10/2024 07:16:12 პოლიტიკა

"მე უბრალოდ მზად ვარ, სიამოვნებით მივმართო ჩემს ძმებს, ჩემს მეგობრებს - ქართველ ხალხს და ვთქვა, რომ ჩვენ მეგობრები ვართ და ვიქნებით მეგობრები ხვალაც და ზეგაც და ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის ამას. არასდროს დაივიწყოთ, რომ თქვენ დიდი ერი ხართ, თქვენ ძლიერი და თავისუფალი, შემოქმედი , მუსიკალური და ნიჭიერი ხალხი ხართ, ის ერი, რომელიც მუდამ მზადაა, სხვას დახმარების ხელი გაუწოდოს. იცოდეთ, ის რაც გააკეთეს და აკეთებენ საქართველოს მოქალაქეები ჩვენთვის, უკრაინელებისთვის, არასდროს დავივიწყებთ. ჩვენ ეს ყოველთვის გვემახსოვრება და იცოდეთ, რომ ჩვენი გამარჯვება თქვენი გამარჯვებაც იქნება", – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S