Accentnews.ge
კობახიძე – "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევაზე: "მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ იმას, რომ ჩვენგან ვინმეს ასეთი რამ გაეკეთებინა"

კობახიძე – "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევაზე: "მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ იმას, რომ ჩვენგან ვინმეს ასეთი რამ გაეკეთებინა"

14/10/2024 10:53:54 პოლიტიკა

"თქვენ იცით, რომ უპრეცედენტოდ მშვიდი გარემოა ქვეყანაში და ჩვენი მთავარი ინტერესია, რომ ბოლომდე ასე მივიყვანოთ პროცესები, 26 ოქტომბრის ჩათვლით. თუ ვინმეს ინტერესებში შედის პროვოკაციები, ეს არის თვითონ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ მათ ოფისზე თავდასხმაში „ქართული ოცნების“ აქტივისტების დადანაშაულებას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, თუ რაიმე ნიშნები არის, წარმოადგინონ მტკიცებულებები და გამოძიება ჩატარდება. მისივე განცხადებით, ხელისუფლების ინტერესებშია ქვეყანაში მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნება.

„ჩვენს ინტერესებში ასეთი რამე საერთოდ არ შედის. შესაბამისად, მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ იმას, რომ ჩვენგან ვინმეს ასეთი რამ გაეკეთებინა, თუ რამე ნიშნები არის, წარმოადგინონ მტკიცებულებები და რა თქმა უნდა, გამიძიება ჩატარდება. ჩვენს ინტერესებშია მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნება,“- განაცხადა პრემიერმა.

მანამდე, „ერთიანობა“- ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ დაარბიეს პარტიის ოფისი ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში.

“შემთხვევა მომხდარია, სავარაუდოდ, გამთენიისას, რადგან დილით რომ მოვედით ოფისი უკვე დაგვხვდა დარბეული, საღებავი შესხმული და შუშები დამტვრეული. აქაურობა ნამსხვრევებით არის სავსე”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მისი თქმით, "პოლიციას არ მიმართეს, რადგან არ აქვთ იმედი, რომ შსს მომხდარს გამოიძიებს":

“წინ არის უზარმაზარი სკვერი, სადაც განთავსებულია არაერთი სათვალთვალო კამერა და რომ უნდოდეთ ამის გამოძიება, მარტივად მოხდებოდა, მაგრამ ეს არ მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას სწორედ შეშინებული რუსი ოლიგარქი ივანიშვილი” - თქვა ირაკლი ნადირაშვილმა და დასძინა, რომ "დარბევის, ძალადობისა და მუქარის არ ეშინიათ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S