ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს შესახებ სასწრაფო დებატებს გამართავს
14/10/2024 13:07:27 პოლიტიკა
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს შესახებ სასწრაფო დებატებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს.
მისივე ცნობით, დებატების ბოლოს დეკლარაციასაც მიიღებენ.
"საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნებით გამოწვეული ღრმა შეშფოთების გამო 17 ოქტომბერს დებატები გამართება",– აცხადებენ ევროპის საბჭოში.
ცნობისთვის: ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი პან-ევროპული პოლიტიკური კრებაა, რომელიც 200 000-ზე მეტი ხელისუფლების 612 წარმომადგენელს აერთიანებს 46 ევროპული ქვეყნიდან.კონგრესის დანიშნულებაა დემოკრატიის მხარდაჭერა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების შესაძლებლობების გაუმჯობესება და ხელისუფლების თვითმმართველობების გაძლიერება.


