Accentnews.ge
გოცირიძე: ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის – საფინანსო-ეკონომიკური კუთხით

გოცირიძე: ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის – საფინანსო-ეკონომიკური კუთხით

15/10/2024 09:37:11 პოლიტიკა

„ევროოპტიმისტების“ ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ "ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის – საფინანსო-ეკონომიკური კუთხით"

მისი თქმით, ქართველმა ერმა გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა დაუშვას.

„გზავნილებიდან, რაც დასავლეთიდან, ევროკავშირიდან და აშშ-დან ისმის, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ხელისუფლება რუსეთის მოკავშირეა, ქვეყანაში ბელარუსული მმართველობის ავტორიტარულ რეჟიმს ნერგავს და მმართველობიდან უნდა წავიდეს. ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით. ფაქტობრივად, ქვეყანას დააკლდება ყველა ის შემოდინებები, რაც უცხოეთიდან შემოდიოდა – კრედიტები, გრანტები, დახმარებები, ინვესტიციები. ქვეყანაში ჩამოიშლება ლარი, გაიზრდება ფასები და ქვეყანა დაიცლება. ეს არის, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან და ამავე დროს, ეს არის თვალის ახელა ჯერ კიდევ იმ გაბრიყვებული ადამიანების, რომლებიც მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს. ქართველმა ერმა არ უნდა დაუშვას გამოუსწორებელი შეცდომა. არჩევნების გაყალბებით და ძალაუფლების მითვისების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ რაც დაემართება, ამას კარგად დაინახავს, ამას ხალხი არ აპატიებს“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, რომან გოცირიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S