Accentnews.ge
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: "საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს"

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: "საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს"

15/10/2024 11:34:40 პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში ანა ლიურმანი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას უფლება აქვს, არჩევნების გზით თავისუფლად აირჩიოს საკუთარი მომავალი მიმართულება.

„ევროკავშირის წევრობაზე ქართველებიც ოცნებობენ. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს. ჩვენ ქართველ ხალხს გვერდში ვუდგავართ, რათა ეს ოცნება აისრულონ. საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, არჩევნებზე თავისუფლად და სამართლიანად გადაწყვიტოს თავისი გზა სამომავლო მიმართულების შესახებ“, - განაცხადა ანა ლიურმანმა.

ანა ლიურმანის განცხადების თარგმანს გერმანულიდან „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S