Accentnews.ge
აღსრულების ეროვნული ბიურო 2024 წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს

აღსრულების ეროვნული ბიურო 2024 წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს

15/10/2024 11:08:17 პოლიტიკა

2024 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურმა 210 168 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს,- აცხადებენ უწყებაში.

მათ შორის:

  • პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 16 458 მოქალაქეს
  • შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 187 359 მოქალაქის სატელეფონო ზარს;
  • პასუხი გაეცა ონლაინ სივრცეში მიღებულ 6 351 შეკითხვას;

აღსრულების ეროვნული ბიურო მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესები და უფლებები.

"დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, დაგვიკავშირდეს (032) 2 749 649, მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტაზე info@nbe.gov.ge ან მოგვწეროს ბიუროს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე",- დასძენენ ბიუროში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S