Accentnews.ge
ღარიბაშვილი: სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში, მოღალატეების და აგენტების კოალიცია ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში

ღარიბაშვილი: სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში, მოღალატეების და აგენტების კოალიცია ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში

15/10/2024 16:32:23 პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ საარჩევნო ღონისძიებას ამჯერად ზუგდიდში მართავს.

შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავენ „ქართული ოცნების“ ლიდერები.

პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა თავის სიტყვაში უდიდესი ნაწილი კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბარს დაუთმო, რომელმაც ახლა „ფრონტი გაშალა“ - "აგენტურა, სააკაშვილის მოკავშირე ხაზარაძე და მოღალატე გახარიას პარტიებით ცდილობს ჩვენი ხალხის მოტყუებას, თითქოს ისინი სხვა პარტიები არიან", თქვა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ისინი „ქაოსს, ომს, უბედურებას, ნგრევას და განადგურებას" უქადიან ქვეყანას.

„მაგრამ სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში, მოღალატეების და აგენტების კოალიცია ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში“,- პირობა დადო ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S