კობახიძე: "კონკრეტული მედიასაშუალებები ქცეული არიან სიცრუის პროპაგანდის ინსტრუმენტებად, ამაშიც შავი ფულის როლი არის განსაკუთრებული, ალბათ, შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან“
16/10/2024 06:58:54 პოლიტიკა
„ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით, ფინანსდება შავი ფულით. ეს არ არის ახალი ამბავი, თუმცა გამოკვეთილია ახალი დეტალები ამ თემასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალები ასრულებენ ძალიან ნეგატიურ როლს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი ხელს უშლიან დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით ფუნქციონირებას და ის, რომ კონკრეტული ტელევიზიები, მედიასაშუალებები არიან ქცეული სიცრუის პროპაგანდის ინსტრუმენტებად, ამაშიც შავი ფულის როლი არის განსაკუთრებული. შესაბამისი უწყებები შეისწავლიან ამ საქმეს“, - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ცნობისთვის: 15 ოქტომბერს „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიპოვეს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორის გიორგი ქურდაძის წერილები. ტელევიზიის მტკიცებით, ქურდაძე აღწერს სქემას, რომლითაც „მთავარ არხში“ ფული სამი დირექტორის ხელმოწერის გვერდის ავლით მოძრაობს.


