Accentnews.ge
კობახიძე – ტექნიკურ მთავრობაზე: "ჩვენ პრეზიდენტს ტექნიკურად გადავაყენებთ იმპიჩმენტით ერთ თვეში"

კობახიძე – ტექნიკურ მთავრობაზე: "ჩვენ პრეზიდენტს ტექნიკურად გადავაყენებთ იმპიჩმენტით ერთ თვეში"

16/10/2024 07:07:15 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს იმპიჩმენტის წესით ერთ თვეში გადააყენებს, შესაბამისად, საუბარი მის მიერ ე.წ ტექნიკური მთავრობის ფორმირებაზე არარელევანტურია".

„ჩვენ პრეზიდენტს ტექნიკურად გადავაყენებთ იმპიჩმენტით ერთ თვეში, ესაა რაც შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით ვთქვათ, დანარჩენი ყველაფერი არარელევანტურია“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: 12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე იგი ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.

სალომე ზურაბიშვილმა თავისი ინიციირებული „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარადგინა. ის ითვალისწინებს რეფორმების გატარებას ათზე მეტ სფეროში. მასზე ხელმომწერი პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, "ქარტიის" პირობებს შეასრულებენ.

"ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ შეასრულებენ "ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ“, - წერია „ქართულ ქარტიაში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S