პრემიერი: „ჩვენ ვაპირებთ მილიონზე მეტი ხმის მიღებას ამ არჩევნებში"
16/10/2024 07:20:45 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი".
„ჩვენ ვაპირებთ მილიონზე მეტი ხმის მიღებას ამ არჩევნებში და შეგიძლიათ, დათვალოთ რამდენი საჯარო მოხელეა საქართველოში. საჯარო მოხელეების რესურსი და არც მათი ოჯახები არ ეყოფა არჩევნების მოგებას. „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს“,– განაცხადა მან.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.


